რჩევები კომფორტული მაგიდის არჩევისთვის

რჩევები კომფორტული მაგიდის არჩევისთვის

რჩევები კომფორტული მაგიდის არჩევისთვის

ყველას გვაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაგიდის არჩევისას. მისი ზომები, შეესაბამება თუ არა ის ჩვენს ოთახში არსებულ სხვა ავეჯს და  რა თქმა უნდა, მისი ფასი იმ ფაქტორებს შორისაა, რომელსაც ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ მაგიდის არჩევისას. რა თქმა უნდა, მაგიდის ფასები განსხვავდება გამოყენებული მასალის, მაგიდის ზომებისა და სხვა ტექნოლოგიური მახასიათებლების მიხედვით. ბევრი ჩვენგანი ეკიდება ამ ფაქტორებს და აღარ ფიქრობს ჩვენს კომფორტზე. ამ ფაქორების გათვალიწინება კარგია მაგრამ მაგრამ ხშირად ვიღებთ არაკომფორტულ მაგიდებს და მალე ვიწყებთ ახლის ძებნას. მაშ, რა ხრიკებით შევარჩიოთ  მაგიდა, რომელიც არის ლამაზი და ხელმისაწვდომი და ასევე კომფორტული?

სწორად განსაზღვრეთ თქვენი საჭიროება            

ამისათვის ჯერ უნდა დაადგინოთ რა არის თქვენი საჭიროებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რა სახის სამუშაოსთვის გამოიყენებთ თქვენს მაგიდას. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს კომპიუტერის გამოყენებას, თქვენს მიერ არჩეული სამუშაო მაგიდა იქნება განსხვავებული, თუ თქვენ აპირებთ ხატვას ან ხელსაქმის კეთებას, სხვა იქნება. შესაძლოა მოელით, რომ თქვენი მაგიდა დააკმაყოფილებს თქვენს ერთზე მეტ მოთხოვნილებას. რატომ უნდა ასრულებდეს ჩვენი სამუშაო მაგიდა მხოლოდ ერთი სამუშაოს  დღეს, როცა ყველა ჩვენგანისგან  მოელიან ერთდროულად მრავალი დავალების შესრულებას, არა? თუ ეს თქვენი საჭიროებაა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მაგიდა იყოს დიდი, ფართო და ამავე დროს დამზადებული გამძლე მასალისგან.

განიხილეთ სივრცითი შესაძლებლობები

მეორეს მხრივ, თქვენი ოფისის ან სახლის სივრცითი შეზღუდვები ასევე არის ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენი მაგიდის ფორმასა და ფასზე. თუ თქვენ გაქვთ პატარა ოთახი, შესაძლოა სამუშაო იყოს დასაკეცი, შეიძლებოდეს მისი კედელზე ან ფანჯრის წინ დამაგრება . თუ თქვენ გაქვთ უფრო დიდი სივრცე ან თუ გსურთ თქვენი მაგიდა ოთახის კუთხეში მოათავსოთ, გირჩევთ გადახედოთ L-ტიპის, კუთხის  მაგიდებს.

გაუფრთხილდი წელს

თუ ამბობთ, რომ მთელი დღე კომპიუტერთან ვმუშაობ და ხანდახან სამუშაოს დასრულებამდე არ ვიძვრები, აუცილებლად გჭირდება ერგონომიული საოფისე მაგიდა და მითუმეტეს ერგონომიული სამაგიდო სკამი, რომელიც ისეთივე ერგონომიულია. მაგიდის  სკამი აუცილებელია დღევანდელი ოფისის მუშაკებისთვის, რომლებიც მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობენ. როდესაც საოფისე მაგიდა და სკამი ერთად ირჩევა, შეუთავსებელი ავეჯის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ფაქტობრივად, სულაც არ არის რთული თქვენთვის შესაფერისი მაგიდის და სკამის პოვნა რამდენიმე მცირე გათვლებით. ასე რომ,  ავეჯის ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ თვითონ აღარ გვიწევს ამ გამოთვლების გაკეთება. თქვენი სხეულის ტიპის, ჯდომის სტილისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, თუ აირჩევთ სკამს სავარძლებით, რომლის რეგულირებაც შესაძლებელია სიმაღლეში და სიგანეში  და საოფისე მაგიდას, რომელიც შეიძლება რეგულირდება სიმაღლეში, შეგიძლიათ გქონდეთ კომფორტული სამუშაო ადგილი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ყველა საჭიროებას. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მოდელს აირჩევთ, არ დაგავიწყდეთ ადგომა თქვენი მაგიდიდან ყოველ ნახევარ საათში.

25 Mart 2022
490 ნახვები

ვიზიტორთა კომენტარები

ჩვენი ვიზიტორების კომენტარები

კომენტარი არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით.

დაწერე კომენტარი

გსურთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ თემაზე?
Open chat