თურქეთის საოფისე ავეჯი

ანატოლიაში ავეჯის დამზადების კულტურა უძველესი დროიდან დაიწყეს,რომელიც მოიცავდა მესოპოტამიისა და ხეთურ ცივილიზაციებს.ავეჯის წარმოების ინდუსტრიალიზაცია კი თურქეთში 1970-იან წლებში დაიწყო და თანდათან გაიზარდა საოფისე ავეჯის წარმოებაც თურქეთში. საოფისე ავეჯი ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი სექტორია თურქეთში,რომელზეც მოთხოვნა უძველესი დროიდან დაიწყო. საოფისე სტილი ძველად გამოიყენებოდა როგორც მეფეთა სასახლეების დიდი დარბაზებში,ასევე ვაჭართა სახლებსა და ხშირად საკათედრო ტაძრებშიც კი,

თურქეთში საოფისე ავეჯის წარმოების აქტიური განვითარება საბანკო სექტორთან ერთად  1940 წელს დაიწყო.საოფისე ავეჯის საჭიროებამ, რომელიც ძირითადად იმპორტით ხვდებოდა 1980-იან წლებში, გაუხსნა გზა საოფისე ავეჯის მწარმოებლებს 1990-იან წლებში. 2017 წელს თურქეთის ავეჯის ექსპორტმა 12 პროცენტი შეადგინა მსოფლიო მაშტაბით და  მე-12-ე ადგილზე გავიდა,ხოლო ავეჯის მოხმარებით მსოფლიოში მე -14 ადგილზეა.შესაბამისად, თურქეთში საოფისე ავეჯის სექტორი, 2001 წლიდან, წარმოება ისე გაიზარდა რომ საჭიროებას აღარ წარმოადგენს იმპორტული სავეჯის შემოტანა,რადგან თურქეთის საოფისე ავეჯის წარმოება სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას ბაზარზე.განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დიზაინის  გაუმჯობესების შედეგად უკეთესად აცნობიერებენ თურქეთში წარმოებული ჩვენი ბრენდებისა და პროდუქტების მნიშვნელობას მსოფლიო ბაზარზე,ეს არის სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი,რომელსაც აქტიურად ადევნებენ თავლს მსოფლიო ბაზარზე.

საოფისე სექტორს აქვს ორგანიზებული სტრუქტურა OMSIAD (საოფისე ავეჯის მწარმოებლებისა და მრეწველების ბიზნესმენთა ასოციაცია) სახელწოდებით, რომელიც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო საოფისე ასოციაციისა და ფედერაციის მიერ და მოიცავს 78 მნიშვნელოვან წევრ კომპანიას და ისინი მონაწილეობენ მრავალ საოფისე ბაზრობაში, როგორიცაა Orgatec, Milan და ა.შ. გარდა ამისა, თურქეთის საოფისე  ავეჯის მწარმოებლები ორგანიზებულნი იყვნენ Mosfed- ის ქვეშ, 11 ავეჯის ასოციაციის ფედერაციიდან, რომელიც სხვადასხვა პროდუქტის ჯგუფებისგან შედგებოდა და სექტორის მიმართულება ექსპორტისკენ მიაქციეს.

მსოფლიოში თურქეთის საოფისე ავეჯის მომხმარებლები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს სექტორს და სიამოვნებით სტუმრობენ თურქეთს ავეჯის შესაძენად,რაც დიდ გავლენას ახდენს ყოველწლიურად ექსპორტის მაჩვენებლების რეგულარულ ზრდაზე.

როდესაც თურქეთში საოფისე ავეჯის კომპანიებზე იკვლევთ, ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელსაც წააწყდებით, არის 4Gen ავეჯი. 4Gen ავეჯმა თურქეთში საოფისე ავეჯის სექტორში მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია რაც  უკავშირდება მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ ხელმისაწვდომ ფასებს, პროდუქციის ხარისხის შელახვის გარეშე. ხელმისაწვდომი  ფასების წყალობით, საოფისე ავეჯის სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მან განაგრძო ზრდა Covid-19 პანდემიის დროს და ასევე განაგრძო გაყიდვები საზღვარგარეთ. გარდა მის მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტისა რომელიც მოიცავს  საოფისე ავეჯს,  სახლის ავეჯს, სკოლის  და ბაღის ავეჯს, 4gen ავეჯი ასევე აწარმოებს სპეციალურ ავეჯს ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა სასტუმროები და რესტორნები.

ბოლო პერიოდში საქართველოში გაყიდვების ზრდით, იგი გახდა ერთ – ერთი საოფისე ავეჯის კომპანია, რომელმაც თურქეთში საოფისე ავეჯის კომპანიებს შორის ყველაზე მეტად გაზარდა გაყიდვები საზღვარგარეთ. გაყიდვების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ ქართული ბაზარი ძალიან ახლოს არის ტრაპიზონთან, სადაც ჩვენი კომპანიის საწარმოა განთავსებული. ამ გზით ნდობის უფრო მარტივი გარემოა უზრუნველყოფილი და ტრანსპორტირებაც შედარებით ნაკლებ ხარჯს მოიცავს. როგორც 4gen ავეჯი, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გავხდეთ ბრენდი ამ ბაზარზე, გამოვიწვიოთ ნდობა და კმაყოფილება მომხმარებლებში, რომელთაც მივაწვდით ჩვენს პროდუქციას თურქეთში, საზღვარგარეთ და  განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე.

საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა შესაძლებელია უცხოური ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით იმ ბიზნესისთვის, ვისაც სურს ექსპორტი, ამ ბაზრების პოპულარიზაცია და საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობა. მცირე სამრეწველო ობიექტების და ორგანიზებული სამრეწველო ზონების მშენებლობის სახელმწიფო მხარდაჭერა, შესაბამისი ფიზიკური პირობების უზრუნველსაყოფად, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.იმისათვის, რომ შეიქმნას თურქეთის საოფისე ავეჯის ბრენდების იდენტურობა მსოფლიოში, შეიძლება წახალისდეს მწარმოებელი აწარმოოს მაღალი ხარისხის და უმაღლესი დიზაინის ავეჯი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. თურქეთში ავეჯის ინდუსტრიასთან დიზაინის განათლების ასოცირების მიზნით; მთავრობაში შეიძლება შეიქმნას დიზაინთან დაკავშირებული ერთეული. ამ ერთეულს შეუძლია წახალისება და რჩევა განათლებაში და დიზაინის აზროვნებაზე და ეფექტურ გამოყენებაზე. შეიძლება განხორციელდეს აუცილებელი სამართლებრივი ღონისძიებები დიზაინის ინდუსტრიისთვის ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად. დიზაინის განათლების სისტემის რეორგანიზაცია საჭიროა  იმისათვის, რომ გაიზარდოს დიზაინერები, რომლებიც უკეთეს განათლებას მიიღებენ და ექნებათ  სხვადასხვა უნარ -ჩვევები და გამოცდილება.

მოკლედ რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ თურქეთის საოფისე ავეჯის ბრენდების ინდუსტრია ავიდეს იმ დონეზე, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირს; – მცირე ბიზნესის კონსოლიდაცია ძლიერ საწარმოებად, – არარეგისტრირებული ვაჭრობის აღკვეთა, – განაწილების სისტემების რეგულირება, – დღგ – ის განაკვეთების შემცირება კონკურენტი ქვეყნების დონეზე, – იაფი ნედლეულის მიწოდება – SSK– ის ტვირთის შემსუბუქება, – კვალიფიციური მუშახელის უზრუნველყოფა უნივერსიტეტ – ინდუსტრიაში. თანამშრომლობა, -პროექტირება და პატენტი საჭიროა ავეჯის უფლების შესახებ თანამედროვე რეგულაციების შედგენის საგნების მოწყობა, – საჭირო ორგანიზაციისა და შემოწმების განხორციელება ავეჯის ხარისხის ტესტებისა და სტანდარტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თუ აღმოიფხვრება ის ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ჩვენს სექტორს  შეეძლება ევროკავშირის მასშტაბით კონკურენცია გაუწიოს მის მფლობელობაში მყოფ საწარმოებსა და მის წარმოების პოტენციალს … ეს ტრანსფორმაცია, რომელსაც ჩვენ გავაცნობიერებთ ჩვენი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, შესაძლებელი იქნება ყველა ჩვენთაგანის წვლილით.

საოფისე ავეჯის კომპანიები თურქეთში

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოფისში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა  განიცდის ამათუიმ  პროფესიულ დაავადებას ადამიანის სხეულისთვის მოუხერხებელი ავეჯოს  გამო.  მოგეხსენებათ საოფისე სამუშაო საკმაოდ დამღლელი და შრომატევადია,ხშირია ზურგის და კისრის ტკივილი, მუდმივი ჯდომა და მოძრაობის ნაკლებობდა არც თუ იშვიათად იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი, წელის ტკივილი, ეს კი თავის მხრივ იწვევს გადაღლას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ყურადღების გაფანტვას. საოფისე ავეჯის კომპანიები თურქეთში აკეთებენ ყველაფერს, რათა შექმნან ისეთი საოფისე ავეჯი, რომელის გამოყენებაც იქნება კომფორტული, მოხერხებული, გააუმჯობესებს და აამაღლებს თანამშრომლების სამუშაო განწყობას და ხარისხს. ბედნიერი და პროდუქტიული თანამშრომელი კი კომპანიის წინსვლის საწინდარია.

საოფისე ავეჯის კომპანიები თურქეთში მუდვივად ახდენენ  საოფისე ავეჯის განახლებას, რადგან  ჯანსაღი და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შესაქმნელად ერთ -ერთი ძირითადი პირობაა საოფისე ავეჯის სწორად შერჩევა.  გამომდინარე იქიდან  რომ  თანამშრომლები  სამსახურში საშუალოდ 9 საათზე მეტს ატარებენ თავიანთ სამუშაო ადგილზე, თქვენ აუცილებლად უნდა მოაწყოთ თქვენი ოფისი თანამედროვე, მოდური, ფართო და ერგონომიული ავეჯით.  ამისთვის კი ზრუნავენ საოფისე ავეჯის კომპანიები თურქეთში. ოფისი ყოველი სანტიმეტრი უნდა დაგეგმოთ, შეადგინეთ ოფისი გეგმა და გაიტვალისწინეთ თანამშრომელთა რაოდენობა, რადგან ასე უფრო პრაქტიკული და სასიამოვნო გარემო შეიქმნება.

ვიზიტორთა კომენტარები

ჩვენი ვიზიტორების კომენტარები

კომენტარი არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით.

დაწერე კომენტარი

გსურთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ თემაზე?
Open chat